მოგესალმებით კახეთში!
ჩვენი აპარტამენტი მდებარეობს ღვინის სამშობლოდ წოდებული კახეთის გულში-თელავში.
ეთოს გარდენია უკვე წლებია რაც აქტიურად მასპინძლობს, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს. ჩვენთან მოსულ სტუმარს ხვდება - კომფორტული, მშვიდი და მყუდრო გარემო.
სასტუმროს გააჩნია სამი საძინებელი პერსონალური სველი წერტილით, საერთო სამზარეულო-ბარი სრული აღჭურვილობით, სასადილო სივრცე და ვერანდა,
საიდანაც იშლება ხედი ბაღზე, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია თავისი უჩვეულო მცენარეებით და მას ანაცვლებს კავკასიონის მთების უმშვენიერესი ხედი.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ადგილზე წარმოებული კახური ღვინო და ჭაჭა, ასევე ჩვენი საიდუმლო რეცეპტით მომზადებული უგემრიელესი კექსი, რომლის მადისაღმძვრელი სურნელი დილით ღრმად ჩაძინებულებსაც კი გამოგაფხიზლებთ!
ჩვენთან შესაძლებელია 10 სტუმრის განთავსება.
თითოეული ნომერი აღჭურვილია:მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტისაშხაპესაპირფარეშოთმის საშრობიცენტრალური გათბობის სისტემაგარდერობიმაგიდა ბარგისათვისსააბაზანო მოწყობილობებითეთრეული, პირსახოცები.
აქ ყველაფერია საუკეთესო დასვენებისთვის: არაჩვეულებრივი ეზო თავისი გასართობი ზონით ბავშვებისთვის, კოცონის ზონა, ექსკურსიები ულამაზეს კახეთში რომლის დაგეგმვასა და შესრულებაშიც თავად დაგეხმარებით!