🏡 Eco friendly cottages in the heart of Kakheti
🍇 Vineyard & Caucasus views, pool, sauna & outdoor relaxation
✨ Perfect for couples, families & private getaways თამარის ვაზი, კახური მცვივანი, ჩიტისთვალა, ამლახუ, ჭვიტილური და კუძა ის იშვითი ქართული ვაზის სახეობებია, რომლებიც გადაშენების პირასაა და
იმისთვის, რომ გადაარჩინო ისინი, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა შენს პროფესიას, სქესს და ასაკს.
ჩვენთან ერთად, შენ მარტივად შეძლებ გახდე ქართული ვაზის კულტურის განვითარების მხარდამჭერი და აღადგინო ენდემური ვაზი, რომელსაც მევენახეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შენს სახელზე დარგავენ და მოუვლიან.
გვჯერა, რომ ტრადიციების გადააზრება და ახალი თაობის საუკუნოვან ღირებულებებთან დაკავშირება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას სიცოცხლეს ერთიორად გაუხანგრძლივებს, საქართველოს კი - კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მსოფლიო ასპარეზზე.
ამიტომაც, თუ გინდა, მიიღო ახლებური ემოცია იმ გამოცდილებისგან, რაც ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის განმავლობაში დაგროვდა, შემოგვიერთდი!
ერთად დავიწყოთ ქართული მევენახეობის რევოლუცია!