Agarani Estate • აგარანის მამული

Agarani Estate • აგარანის მამული AGARANI Estate
Time rests here
5* Hotel • Winery • Restaurant • Events
Kakheti, Georgia
+995 32 250 22 50

25/08/2026

Still summering 🍉

For booking send us a direct message or contact:
+995 322 50 22 50
[email protected]

18/08/2026

Still in unhurried summer days☀️

The Agarani AestheticFor booking send us a direct message or contact:+995 322 50 22 50reservations@agarani.ge
13/08/2026

The Agarani Aesthetic

For booking send us a direct message or contact:
+995 322 50 22 50
[email protected]

https://tkt.ge/show/34805/specialuri-shetavazeba-agaranis-mamulshi
04/08/2026

https://tkt.ge/show/34805/specialuri-shetavazeba-agaranis-mamulshi

ზაფხულის ცხელ დღეებში აგარანის მამულში გელით აუზი ბუნებაში, ტყის სიგრილე და სუფთა ჰაერი, ცხენებით გასეირნება, გა...

სიმყუდროვე დეტალებით იწყება.მოიტოვე ყოველდღიური რუტინა უკან და აჩუქე საკუთარ თავს სრულყოფილი განტვირთვა აგრანის მამულის ...
28/07/2026

სიმყუდროვე დეტალებით იწყება.

მოიტოვე ყოველდღიური რუტინა უკან და აჩუქე საკუთარ თავს სრულყოფილი განტვირთვა აგრანის მამულის მრავალფეროვან გარემოში.

შუა კვირის ჯავშნებზე ისარგებლებთ 30% იანი ფასდაკლებით.

გვესტუმრეთ და დაისვენეთ ბუნებასთან ჰარმონიაში!

📩 ჯავშნისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
📞 +995 322 50 22 50
✉️ [email protected]

Comfort begins with the details.

Leave the rush of everyday life behind and immerse yourself in the peaceful atmosphere of Agrani Estate, where nature, comfort, and timeless beauty come together.

Enjoy 30% off your midweek stay and experience moments of true relaxation surrounded by breathtaking landscapes.

📩 For booking send us a direct message or contact:
📞 +995 322 50 22 50
✉️ [email protected]

საზოგადოების მაღალი  ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმრო „აგარანის მამულის“ სახელით გვსურს, 18 ივლისს მომხდარ სამწუხარო ინ...
20/07/2026

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასტუმრო „აგარანის მამულის“ სახელით გვსურს, 18 ივლისს მომხდარ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.

ვაცნობიერებთ აღნიშნული ინციდენტით საზოგადოებაში გამოწვეულ ძლიერ ემოციებს. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეალობის მიმართ სასტუმროს ადმინისტრაციის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და უცვლელია. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების უპატივცემულობა.

18 ივლისს სასტუმროს ტერიტორიის ნაწილი, განთავსების მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი, დათმობილი ჰქონდა საქორწინო ღონისძიებას. აღნიშნულ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში საქორწინო ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ.

დაახლოებით 20:16 საათზე საქორწინო ღონისძიების მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.

ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას.

20:20 საათზე, სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში, სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ შესაბამის სტუმრებთან ნომერში. ისინი 20:26 საათამდე იმყოფებოდნენ სტუმრებთან და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვასა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

სტუმრებთან კომუნიკაციის შემდეგ, დაახლოებით 20:28 საათზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქორწინო ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასტუმრო გეგმავდა სტუმრების ალტერნატიულ ნომერში გადაყვანას, რათა მხარეებს შორის ვიზუალური ან სხვა კონტაქტი აღკვეთილიყო.

20:30-დან 20:37 საათამდე სასტუმროს მიმღებ დესკზე მიმდინარეობდა ალტერნატიული ნომრის მოძიება. ამავე პერიოდში სასტუმრო დაუკავშირდა აღნიშნული სტუმრების თანმხლებ გიდს, აცნობა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ და სთხოვა სასტუმროში მისვლა. განიხილებოდა სტუმრების სასტუმროდან სხვა სასტუმროში გადაყვანა.

20:39 საათზე სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების გამოძახების შესახებ - განხორციელდა ზარი 112-ში. შესაბამისად, პოლიცია სასტუმროს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახა.

20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა, და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო.

ფიზიკური ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

20:55 საათზე სასტუმროში მოვიდა სტუმრების თანმხლები გიდი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

21:09 საათზე სასტუმროში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა. პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მხარეებს შორის კონტაქტის აღკვეთასა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ინციდენტის თავიდან აცილება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით.

19/07/2026

AGARANI ESTATE-ის ოფიციალური განცხადება

გუშინ Agarani Estate-ში ცალკეულ სტუმრებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია.

ძალადობას ადგილი არ აქვს Agarani Estate-ში. ღრმად ვწუხვართ, რომ მსგავსი ინციდენტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და გულწრფელად ვუსურვებთ სრულ გამოჯანმრთელებასა და კეთილდღეობას ყველა მონაწილე პირს.

როგორც კი ჩვენმა გუნდმა შენიშნა, რომ მონაწილე პირებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახა, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. ინციდენტის შემდეგ ასევე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩვენი გუნდი დაეხმარა მონაწილე პირებს, უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება და სრულად აგრძელებს თანამშრომლობას უფლებამოსილ ორგანოებთან.

შიდა მოკვლევის შედეგად გვსურს განვმარტოთ ორი მნიშვნელოვანი გარემოება:

Agarani Estate-ის არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია სტუმრის ოთახის შესახებ ინფორმაცია სხვა სტუმრისთვის.
Agarani Estate-ის არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობაა და ეს პრინციპები ჩვენი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. ჩვენ სრულ პატივს ვცემთ ამ პროცესს და მისი დასრულებამდე კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ.

სამწუხაროდ, ინციდენტის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა არაერთი არაზუსტი ინფორმაცია და ცრუ ბრალდება, რომელიც ეხება ჩვენს სასტუმროს, ჩვენს თანამშრომლებსა და მფლობელებს. მოვუწოდებთ ყველას, დაეყრდნონ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს და არა ვარაუდებსა თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას, სანამ უფლებამოსილი ორგანოები საქმის ყველა გარემოებას სრულად არ დაადგენენ.

Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დისკრიმინაციას, სიძულვილსა და ძალადობას ნებისმიერი ფორმით და კვლავაც ვრჩებით ერთგული ჩვენი ვალდებულების - შევქმნათ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და სტუმართმოყვარე გარემო თითოეული სტუმრისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ცრუ განცხადებები უკანონოდ აზიანებს ჩვენი თანამშრომლების ან ჩვენი ბიზნესის რეპუტაციას, Agarani Estate უფლებების დასაცავად გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს.

მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს, პარტნიორებსა და საზოგადოებას მოთმინებისა და გაგებისთვის, სანამ გამოძიება დასრულდება.

18/07/2026

იქ, სადაც ბუნება თავის რიტმს ინარჩუნებს.

აგარანის მამულში ცხენით გასეირნება სიმშვიდისა და თავისუფლების განსაკუთრებული შეგრძნების ნაწილია.

წინასწარი დაჯავშნა აუცილებელია.

📩 ჯავშნისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
📞 +995 322 50 22 50
✉️ [email protected]

​​Where nature keeps its own rhythm. 🌿

​Horseback riding at Agarani Estate is all about capturing that special feeling of peace and true freedom.

Booking in advance is required.
📩 For booking send us a direct message or contact:
📞 +995 322 50 22 50
✉️ [email protected]

ზაფხული ჩვენთან სულ სხვა ფერია☀️ესტუმრეთ აგარანის მამულის აუზს და გაატარეთ ცხელი დღეები სასიამოვნო ატმოსფეროში.დატკბით გ...
13/07/2026

ზაფხული ჩვენთან სულ სხვა ფერია☀️

ესტუმრეთ აგარანის მამულის აუზს და გაატარეთ ცხელი დღეები სასიამოვნო ატმოსფეროში.

დატკბით გამორჩეული ხედებით, ისიამოვნეთ Pool Bar-ის გამაგრილებელი კოქტეილებით და ჩვენი რესტორნის დახვეწილი გემოებით.

ვიზიტის ღირებულება:
ორშაბათი-პარასკევი 50₾
შაბათი-კვირა 70₾

📩 ვიზიტისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
📞 +995 322 50 22 50

Summer has a different color here☀️

Escape the heat and spend your summer days by the pool at Agarani Estate.

Admire the stunning views, enjoy refreshing cocktails at our Pool Bar, and taste the delicious flavors of our restaurant.

Pool Access:
Weekdays-GEL 50
Weekend-GEL 70

📩 To book your visit, send us a direct message or contact us:
📞 +995 322 50 22 50

ზოგი ადგილი მხოლოდ მასპინძლობს, ზოგი კი საკუთარ ისტორიას გიზიარებს.🍃 აგარანის მამული - ადგილი, სადაც კახეთის სული, ისტორ...
09/07/2026

ზოგი ადგილი მხოლოდ მასპინძლობს, ზოგი კი საკუთარ ისტორიას გიზიარებს.

🍃 აგარანის მამული - ადგილი, სადაც კახეთის სული, ისტორია და ბუნების სიდიადე ერთ გამოცდილებად ერთიანდება.

გახდით ამ ისტორიის ნაწილი.

📩 ჯავშნისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:
📞 +995 322 50 22 50
✉️ [email protected]

Some places simply host you - others invite you into their story.

🍃 Agarani Estate is where the spirit of Kakheti, its rich history, and the grandeur of nature come together to create an unforgettable experience.

Become part of this story.

📩 To book your stay, send us a direct message or contact us:
📞 +995 322 50 22 50
✉️ [email protected]

Address

Village Ruispiri
Telavi
2200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Agarani Estate • აგარანის მამული posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Agarani Estate • აგარანის მამული:

Shortcuts

Share