VITA Gardenia Hotel Tskaltubo

VITA Gardenia Hotel Tskaltubo Hotel - VITA Gardenia
Address: 7 Samakashvili str. (former Suvorovi str.) Tskaltubo / GEORGIA
YOU ARE WELCOME! Hotel

04/03/2026
04/03/2026

ამა წლის 15 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, კურორტ წყალტუბოში, გვიშტიბი გარდენს არენაზე პირველად ჩავატარეთ საბავშვო ფეხბურთის ფესტივალი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში - 2014, 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა საქართველოს მრავალი კუთხიდან: თბილისიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, ქართლიდან და იმერეთის რეგიონებიდან. ტურნირი საკმაოდ მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდგა - 15 დღის განმავლობაში 54-მა გუნდმა 170 თამაში ჩაატარა და მიუხედავად ტურნირის მსვლელობისას ამინდის მკვეთრი გაუარესებისა, იმდენად დიდი აღმოჩნდა ინტერესი და სურვილი ტურნირისადმი, რომ არც ჩვენ, ორგანიზატორებს, და არც ტურნირში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს, ასევე გულშემატკვრებს, აზრადაც არ მოგვსვლია ტურნირის თარიღების სხვა დროისთვის გადაწევა.
იყო მრავალი ემოცია, გამარჯვების სიხარულის, დამარცხების, რაც ზოგადად ასეთ ტურნირებს თან ახლავს, თუმცა პატარა ნორჩი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ, უკლებლივ ყველამ გაამართლა ჩვენი, მწვრთნელების და გულშემატკივრების მოლოდინები, მთელი გული და სული ჩადეს წარმატებების მისაღწევად და საფუძველი დაუდეს აღნიშნული ტურნირის მომავალში კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვნად და მიმზიდველად ჩატარებას.
ჩვენ, როგორც ამ ტურნირის ორგანიზატორებმა, მრავალ დადებითთან ერთად ნათლად დავინახეთ ყოველი ნაკლი თუ ხარვეზი, რაც წარმოჩინდა ორგანიზებისას, და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდების მწვრთნელებს და ნორჩი ფეხბურთელების აღმზრდელებს, რომლებმაც ფასდაუდებელი ამაგი გაგვიწიეს ტურნირის ორგანიზებაში, მრავალი საჭირო რეკომენდაციებისა თუ რჩევების მოცემის კუთხით. არ ვივიწყებთ ასევე გულშემატკივრების ხშირ შემთხვევაში სამართლიან შენიშვნებს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით.
ყოველივე აღნიშნულის და განვლილი გამოცდილების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შემდეგი ტურნირები თუ საფეხბურთო ფესტივალები რასაც განვახორციელებთ, ორგანიზაციულად ბევრად უფრო დახვეწილი და გამართული იქნება, რისი მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდებით.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქუთაისის რეგიონის მსაჯთა კოლეგიას და თითოეულ მსაჯს თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევ ჩვენს სამედიცინო პერსონალს გამოჩენილი მაღალი კვალიფიკაციისთვის.
მადლობას ვუხდი თითოეულ კლუბის მწვრთნელებს, სამწვრთნელო შტაბებს და მათ წარმომადგენლებს წყალტუბოში ჩამობრძანებისთვის და ამ საყოველთაო საბავშვო საფეხბურთო ზეიმში მონაწილეობისთვის.
გისურვებთ ზღვა წარმატებებს, მომავალ შეხვედრამდე!

28/02/2026

❤️🏆🙏⚽

Gardens Arena Gvishtibi ⚽🏆❤️VITA Gardenia Hotel Tskaltubo ❤️🙏
28/02/2026

Gardens Arena Gvishtibi ⚽🏆❤️
VITA Gardenia Hotel Tskaltubo ❤️🙏

დასრულდა 2016 წელს დაბადებულ ნორჩ ფეხბურთელთა შორის "საბავშვო ფეხბურთის ფესტივალი წყალტუბოში"
🇬🇪🏆🎉
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
🥇 Football club serval საფეხბურთო კლუბი სერვალი
🥈Სამტრედიის ლოკომოტივი
🥉ქუთაისის ტორპედო

ვულოცავთ ნორჩ ფეხბურთელებს და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებებს დიდი ფეხბურთის გზაზე⚽🙌✊

23/02/2026

⚽❤️🏆
Gardens Arena Gvishtibi
VITA Gardenia Hotel Tskaltubo

გილოცავთ⚽✊🏆Gardens Arena GvishtibiVITA Gardenia Hotel Tskaltubo
20/02/2026

გილოცავთ⚽✊🏆

Gardens Arena Gvishtibi
VITA Gardenia Hotel Tskaltubo

🟨🟦წყალტუბოში გამართულ საბავშვო ფეხბურთის ფესტივალზე ჩვენი 12 წლამდელები ჩემპიონები გახდნენ!🏆

🏆🥇ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0, დაამარცხა სამტრედია და ღირსეულად მოიპოვა პირველი ადგილი.

🏅 ინდივიდუალური ჯილდოები:
⭐ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ერიკ კობიაშვილი
⚽ საუკეთესო ბომბარდირი – მათე გურეშიძე

🤝განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მწვრთნელებს –
გოჩა ავსაჯანიშვილს და ლუკა გვასალიას.

🥰ვულოცავთ ჩვენს პატარა ჩემპიონებს ამ დიდ გამარჯვებას! 🤩❤️❤️

⚽️⚽️⚽️Gardens Arena Gvishtibi
13/02/2026

⚽️⚽️⚽️
Gardens Arena Gvishtibi

19/01/2026

🇬🇪⚽️🎉 მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ამა წლის 16 თებერვლიდან 3 მარტამდე იმერეთის კურორტ წყალტუბოში ჩატარდება საგაზაფხულო საფეხბურთო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო საფეხბურთო გუნდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

🇬🇪⚽ Საფეხბურთო გუნდები თბილისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ზესტაფონიდან, სამტრედიიდან, ფოთიდან, Მარტვილიდან, ლანჩხუთიდან, ვანიდან და სხვა ქალაქებიდან შეეჯიბრებიან ერთმანეთს Შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში👇:

⚽2018 - U8 ფორმატი 7V7
⚽2017 - U9 ფორმატი 7V7
⚽2016 - U10 ფორმატი 9V9
⚽2015 - U11 ფორმატი 9V9
⚽2014 - U12 ფორმატი 9V9

✅ ყოველ ასაკობრივ შეჯიბრში 8-8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც განაწილდებიან 2 ოთხგუნდიან ჯგუფებად, ფლეი ოფის და ფლეი აუტის სისტემით.

🏟️⚽ თამაშება გაიმართება წყალტუბოს სასტუმრო კომპლექს "ვიტა გარდენიას" საფეხბურთო ბაზა - გვიშტიბი გარდენს არენაზე.

‼️გთხოვთ გვაცნობოთ თქვენი შესაძლო მონაწილეობის შესახებ არაუგვიანეს ამა წლის 5 თებერვლისა.

☝️ტურნირის თამაშების კალენდარი შესაძლებელია შეიცვალოს რთული მეტეოროლოგიური პირობების ან სხვა ფორც მაჟორული სიტუაციის გამო!

⚽️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
📞 555 78 88 11

10/01/2026

⚽⚽❄️❄️❤️❤️

26/10/2025

ასეთი ჩანჩქერი და პატარა ნაკადული გვაჩუქა დღეს ბუნებამ წყალტუბოში ☔💧

VITA Gardenia Hotel Tskaltubo

Address

Samakashvili (Suvorovi) Str
Tskaltubo
5400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when VITA Gardenia Hotel Tskaltubo posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to VITA Gardenia Hotel Tskaltubo:

Share

Category

Our story

Гостевой дом "Вита Гардения" GUEST HOUSE - VITA Gardenia Tskaltubo / GEORGIA YOU ARE WELCOME!