Saamuri Lake

Saamuri Lake Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Saamuri Lake, Campground, M2CW+QX, Tsnori.

საამურის ტბა წარმოადგენს ხელოვნურ წყალსატევს კახეთის რეგიონში.
საამურის ტბა გამოირჩევა იმით, რომ მასში კობრის განსაკუთრებით დიდი ეგზემპლარები ბინადრობენ. საამურის ტბა განკუთვნილია მხოლოდ სპორტული თევზჭერისთვის.

31/08/2026
ძვირფასო მეგობრებო, 29 ოქტომრიდან 1 ნოემბრამდე საამურის ტბაზე გაიმართება უკვე ტრადიციული ტურნირი კობრის სპორტულ ჭერაში S...
28/08/2026

ძვირფასო მეგობრებო, 29 ოქტომრიდან 1 ნოემბრამდე საამურის ტბაზე გაიმართება უკვე ტრადიციული ტურნირი კობრის სპორტულ ჭერაში SAAMURI CARP MASTERS 2026!
წლევანდელი მასტერსი 12 გუნდს უმასპინძლებს.
ტრადიციულად საამურის ტბაზე გამოვლუნდება ვინ არიან წლის უძლიერესი კაპფიშერები!

მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა შემდეგმა გუნდებმა:

1) Carp team Georgia დაჩი კოპაძე/ზურა ღლონტი

2) Carp Elite დავით აკოლაშვილი/რატი ვახტანგაძე

3) Infinity ლაშა მიროტაძე/ნუკრი სურმავა

4) west carp team გიორგი ქართველიშვილი/თემურ ჭეიშვილი

5) Ultra ზურა ახვლედიანი/მინდია ტაკიძე

6) Carpolution ნიკა რაზმაძე/გიორგი სულთანიშვილი/გივი ბორჩხაძე/ბექა მანჯიკაშვილი

7) Carp Area ცოტნე ბუხრაშვილი/მამუკა ხვედელიძე

8 ) Gino ნოდარ სადუნიშვილი/გიორგი ღვალაძე

9) Carp point ლევან მაყაშვილი/ლაშა ხომერიკი

10) Pro carp მირზა კუპატაძე/ბექა კუპატაძე/ბაკურ ოყრეშიძე

11) Carp calling ავთანდილ მიქიაშვილი/ზუკა მათოზაშვილი/გაგა კირკიტაძე

12) Carpaholics ირაკლი მდივანი/თაზო ღუდუშაური/ალეკო მგალობლიშვილი/ვალერი მდივანი

ტურნირზე ოფიციალურად დარწგისტრირებულად ჩაითვლება გუნდი, რომელიც ჩარიცხავს შეჯიბრებაში მონაწილეობის მოსაკრებელს.

შეგროვილი თანხა მთლიანად განაწილდება პრიზიორებზე.

შეჯიბრებაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს ერთ გუნდზე.

GE62BG0000000162340349

რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ოქტომბერი.
შეჯიბრებაში მონაწილეობის წესები:

1. ძირითადი ძუის დიამეტრი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.35 მმ;
2. კატეგორიულად აკრძალულია ე.წ. "ბანანის" ტიპის ნემსკავის გამოყენება;
3. დასაკვებად გამოყენებული მარცვლეული უნდა იყოს ზედმიწევნით მოხარშული. დაუშვებელია უმი თაიგერის ან სიმინდის გამოყენება. მოუხარშავი დასაკვების მქონე გუნდი მოიხსნება შეჯიბრებიდან.
4. დიდი ზომის თევზის 9+ დაჭერის შემთხვევაში სავალდებულოა მოხდეს მისი სწრაფი აწონვა და წყალსაცავში დაბრუნება.
5. ტურნირში მონაწილე გუნდები განაწილდებიან 3 ზონაში - 4 გუნდი ერთ ზონაზე. ზონებში გამარჯვებულები დაიკავებენ საპრიზო ადგილებს. ფულადი ჯილდო გამარჯვებულ გუნდებზე თანაბრად განაწილდება - 1, 2 და 3 ადგილოსანი გუნდები მაინც მიიღებან 1000 ლარს გუნდზე.

ყველას გისურვებთ კარგ ჭერას, დიდი შერკინება იწყება!

13/04/2026

6 კილოიანი ჭანარი საამურის ტბაზე!

5-8 მარტს საამურის ტბაზე გაიმართა კობრის სპორტულ ჭერაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური. ასპარეზობა დაძაბულ რეჟიმში...
08/03/2026

5-8 მარტს საამურის ტბაზე გაიმართა კობრის სპორტულ ჭერაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური.
ასპარეზობა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და საკმაოდ ცივი ამინდის მიუხედავად, ყველა გუნდმა მოახერხა კობრის დაჭერა. შეჯიბრის ბოლო წუთებამდე არ იყო გარკვეული რომელი კლუბი იგებდა ტურნირს.
საბოლოოდ ამ ტურის გამარჯვებული კლუბი Ultra West Pro Carp გახდა. ვულოცავთ ამ კლუბის სპორტსმენებს სეზონის წარმატებულ დასაწყისს!

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ამ ტურნირზე პირველად დაფიქსირდა საამურის ჭანრების უპრეცენდენტო აქტივობა. ჩვენთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა ის, რომ ჩვენმა ჭანრებმა ძალზედ დიდ ზომებს მიაღწია და საკმაოდ აქტიურად ეტანება კობრისთვის განკუთვნილ სატყუარებს 😁
ასევე ამ ტურნირზე დაფიქსირდა თეთრი ამურის ანომალიურად ადრეული აქტივობა წლის ამ პერიოდისთვის. მარტის დასაწყისში ამურების მონადირებას არავინ ელოდა!
ალბათ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება საამურზე წლევანდელი სპორტული სეზონის განმავლობაში!

Address

M2CW+QX
Tsnori

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Saamuri Lake posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category