22/07/2026
⚠️ მნიშვნელოვანი გაფრთხილება
„მაგნეტიკ რეზორტი ურეკის“ ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ უცნობი პირი სასტუმროს სახელისა და ვიზუალური მასალების გამოყენებით უკავშირდება დაინტერესებულ პირებს, სთავაზობს ნომრის დაჯავშნას და სთხოვს თანხის გადარიცხვას.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირი არ წარმოადგენს „მაგნეტიკ რეზორტი ურეკის“ თანამშრომელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს და მის მიერ მოთხოვნილ თანხებთან სასტუმროს კავშირი არ აქვს.
გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე:
🔹️ არ გადარიცხოთ თანხა ინფორმაციის გადამოწმების გარეშე;
🔹️ არ გააზიაროთ პირადი ან საბანკო მონაცემები;
🔹️ გადაამოწმეთ მიმოწერის გვერდი, პროფილი და საბანკო ანგარიშის მიმღების ვინაობა;
🔹️ ჯავშნისა და გადახდის შესახებ ინფორმაცია მიიღეთ მხოლოდ სასტუმროს ოფიციალური საკომუნიკაციო არხებით.
ნებისმიერი თანხის გადარიცხვამდე გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ უშუალოდ ამ გვერდის პირადი შეტყობინებით ან სასტუმროს ოფიციალურ საკონტაქტო ნომერზე.
თუ უკვე გქონდათ აღნიშნულ პირთან კომუნიკაცია ან თანხა გადარიცხეთ, გთხოვთ, შეინახოთ მიმოწერა და გადარიცხვის დამადასტურებელი ინფორმაცია და მიმართოთ შესაბამის უწყებებს.