ენტრი

ენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ენტრი, Vacation Home Rental, კ. გამსახურდიას 198, Zugdidi.

02/05/2022

📣📣📣 გვეწვიეთ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის განახლებულ FACEBOOK-გვერდზე.

https://www.facebook.com/ScreeningCenterZugdidi/?ref=pages_you_manage

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი-თქვენს საჭიროებებზე მორგებული, სამედიცინო მომსახურება.

01/04/2022

♀ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს შეუძლია მისი პრევენცია. გაიარეთ სკრინინგი მინიმუმ ორჯერ 45 წლამდე. ვაქცინაცია და სკრინინგი არის უფასო და ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვის პუნქტებსა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრებში.

გაიგეთ მეტი ▶ https://www.who.int/health-topics/cervical-cancer

#აპვ #პაპილომავირუსი

29 მარტს (სამშაბათს) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ჩაატარებს კონსულტაციებს და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიურ კვლევებს, თანამედ...
23/03/2022

29 მარტს (სამშაბათს) ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში, ჩაატარებს კონსულტაციებს და ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიურ კვლევებს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ონკოქირურგი ბ-ნი ბესო აბულაძე.
❗პაციენტთა მიღება: 14-00 სთ/დან...
🔷ვიზიტის ფასი-50 ლარი;
🔷მიღება იწარმოებს, წინასწრი რეგისტრაციის საფუძველზე. დარეკეთ
☎ 032 2 47 00 99 / ან მოგვწერეთ ფბ.გვერდზე

🔷მარტი მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მას "ლურჯ მარტს" უწოდებენ.  მსხვილი ნაწლავის კიბო ს...
21/03/2022

🔷მარტი მსოფლიოში მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მას "ლურჯ მარტს" უწოდებენ. მსხვილი ნაწლავის კიბო საქართველოში ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, მე-3 ადგილს იკავებს.

🔷 თუ ხართ 50-დან 70 წლამდე ასაკის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თქვენ უფასოდ გეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
1. განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი;
კოლონოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში).
2. რა დანიშნულება აქვს განავალში ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტს?
უჯრედების შეჯგუფება მსხვილ ნაწლავში, ზოგჯერ პოლიპებს წარმოქმნიან და წლების განმავლობაში ეს პოლიპები შესაძლოა კიბოდ გადაგვარდნენ. პოლიპებსა და მსხვილი ნაწლავისკიბოს ახასიათებთ სისხლდენა, სკრინინგ-ტესტს კი შეუძლია სისხლის ყველაზე უმნიშვნელო შემცველობა გამოავლინოს განავალში.

🔹რა არის კოლონოსკოპია?

თუ სკრინინგ-ტესტმა სისხლდენა გამოავლინა, აუცილებელია კოლონოსკოპია ჩაიტაროთ. კოლონოსკოპიით ხდება მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის დათვალიერება. გამოკვლევის ეს მეთოდი გამოავლენს პოლიპებსაც. პოლიპი არ არის ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა შეიძლება კიბოდ გარდაიქმნეს. პოლიპების მოშორება მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დარღვეული კუჭის მოქმედება, განსაკუთრებით გახშირებული მოქმედება ან ფაღარათი, რომელიც გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში; სისხლდენა უკანა ტანიდან რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე; გამკვრივება მუცლის არეში.

🔹როგორ ჩავერთო სკრინინგის პროგრამაში?
კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ: 032 2 47 00 99

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი

#კიბო #მსხვილინაწლავი #სკრინინგი

18/03/2022

ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრში, 26 მარტს (შაბათს)-მხოლოდ ერთი დღით - კონსულტაციას ჩაატარებს, თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მამოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ქირურგიულ ონკოლოგიაში, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო საზოგადოების წევრი, პროფესორი ბ-ნი ირაკლი კოხრეიძე;
❗️კონსულტაციაზე ქალბატონმა უნდა წარმოადგინოს მამოგრაფიის ან ძუძუს ექოსკოპიის კვლევის დასკვნა.
კონსულტაციის ფასი 50,0 ლ.
პაციენტების მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე : 032 247 00 99 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე:
🍀ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!

18/03/2022
17/03/2022

📌ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს – რა ვიზუალური სიმპტომები ახასიათებს ძუძუს კიბოს?
▪ეს დიაგნოზი საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი, ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი და ა.შ.
❗ რა სიმპტომებით ხასიათდება ძუძუს კიბო?
– ძუძუს კიბოს სიმპტომებია:
• დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება;
• დვრილიდან გამონადენი (სისხლიანი ან უსისხლო);
• ძუძუს ან დვრილის გამკვრივება ან შეშუპება;
• ძუძუს ფორმის შეცვლა;
• ხელების ზემოთ აწევისას მკერდზე ღრმულების გაჩენა;
• კანის დანაოჭება ძუძუს პერიმეტრზე;
• მუდმივი დისკომფორტი ძუძუს არეში;
• იღლიებსა და რეგიონულ არეებში ლიმფური კვანძების 📌გადიდება;
• იღლიის და ბეჭის არეში შესიება.
🔊მამოგრაფია - ესაა სარძევე ჯირკვლების რენტგენი. რომელიც ადრეულ სტადიაზე ავლენს სარძევე ჯირკვლების პრობლემას და ხელს უწყობს ნაადრევ დიაგნოსტიკას.
პროფილაქტიკის მიზნით ის სასურველია ჩატარდეს 40 წელს ზევით ქალებში ჩივილის გარეშეც.
❗ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში- მამოგრაფია უფასოა (40 წლიდან 70- წლის ჩათვლით )
იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!
მის: კ.გამსახურდიას 198
☎ 032 2 47 00 99

16/03/2022

🩺საერთოდ რა არის და რა საჭიროა ბიოფსია?

👨‍⚕‍მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, თსსუ-ის პროფესორი ირაკლი კოხრეიძე:

🔸ძუძუს წარმონაქმნების ბიოფსია ძუძუს დაავადებების დიაგნოსტიკის უმნიშვნელოვანეს შემადგენელს წარმოადგენს;
🔸განასხვავებენ ძუძუს წარმოანაქმნების წვრილნემსიან და მსხვილნემსიან ბიოფსიას;
🔸ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს რადიოლოგიური კვლევის კონტროლით ან მის გარეშე;
🔸 ბიოფსიის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს ვაკუუმ-ასისტირებული ბიოფსია;
🔸 ბიოფსიის მიზნით ქსოვილის ამოკვეთას, დღეისათვის პრაქტიკულად არ მიმართავენ;
🔸მსხვილნემსიანი ბიოფსია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ;
❗️გამოცდილი სპეციალისტის მიერ ჩატარებული ბიოფსია - აბსოლუტურად უმტკივნეულოა❗️

✍️ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: ☎️+𝟵𝟵𝟱 𝟱𝟵𝟭 𝟮𝟴 𝟯𝟯 𝟮𝟮
📍მის: თბილისი, ვასილ ბარნოვის #80
💚პაციენტზე ორიენტირებული მშვიდი და კომფორტული გარემო ჩვენი ცენტრის მთავარი პრიორიტეტია.

16 მარტს , ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში კონსულტაციებს ჩაატარებს ქირურგი- პროქტოლოგი,ირაკლი ნიჟარაძე.🔷მიღება იწარმოებს, 14:0...
10/03/2022

16 მარტს , ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში კონსულტაციებს ჩაატარებს ქირურგი- პროქტოლოგი,ირაკლი ნიჟარაძე.

🔷მიღება იწარმოებს, 14:00 სთ-დან , წინასწრი რეგისტრაციის საფუძველზე. დარეკეთ
☎ 032 2 47 00 99 / ან მოგვწერეთ ფბ.გვერდზე.

Address

კ. გამსახურდიას 198
Zugdidi
2100

Telephone

+995322470099

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share