24/08/2020
✈️✈️ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და მსოფლიო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ეკონომიკის მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
👉👉 საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, მსოფლიო ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის და სევილიის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ეკონომიკის მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 26-28 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს ონლაინ ჩატარდება. ხოლო მომდევნო წლებში - ფიზიკურად, საქართველოში.
2020 წლის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: იტალიის, ესპანეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ტუნისის, თურქეთის, საფრანგეთის, ალჟირის, ინდოეთის, ლიბანის, ჰონკონგის და რა თქმა უნდა საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორები და მკვლევარები.
👉👉 პროგრამა მოიცავს მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში მიმდინარე თეორიული, პრაქტიკული და ემპირიული კვლევების შედეგების განხილვას, პლენარულ სხდომებს და მიზნად ისახავს სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთგვარი კვლევითი ქსელის ჩამოყალიბებას.
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
ვახტანგ ჭარაია - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი (თანათავმჯდომარე)
ჰასან დუდუ - აშშ, მსოფლიო ბანკი
მირიამ გონსალეს-ლიმონი - სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
ილმაზ კილიჩასლანი - ანადოლუს უნივერსიტეტი, თურქეთი (თანათავმჯდომარე)
დანიელა მაჯონი - კატანიის უნივერსიტეტი, იტალია
ტერესა როჰო - სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი
✅ კონფერენციის Keynote სპიკერები იქნებიან:
1. თეიმურაზ მურღულია - საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
2. ალი აკარცა - ილინოისის უნივერსიტეტი, ჩიკაგო, აშშ.